07 სექტემბერი 2026,   05:41
ვრცლად
არ მგონია ასეთი საშიში იყოს, ყველას მოვუწოდებ გაიკეთოს ვაქცინა - რას ამბობდა კომაში ჩავარდნილი ექთანი ვაქცინაციამდე 1 საათით ადრე

AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდნილმა ექთანმა ვაქცინის გაკეთებამდე 1 საათით ადრე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი არ არის ისეთი საშიში, როგორც ამას ამბობენ. მედდამ ასევე აღნიშნა, რომ მრავალ მედიკამენტს შეუძლია უკუჩვენების გამოწვევა.

"ეს ვაქცინაცია გრძელდება, ჯანმომაც ასე გადაწყვიტა. მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთოს ვაქცინა.

ზოგადად, ათას რამეს აქვს უკუჩვენება, ათას მედიკამენტს, ამიტომ არამგონია, ასეთი საშიში იყოს, როგორც ახლა ამბობენ. ყველას მოვუწოდებ გაიკეთოს ვაქცინა, "- აცხადებდა კლინიკა "იმედის" მედდა მეგი ბაქრაძე.

შეგქახსენებთ, ახალციხეში "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. როგორც "რუსთავი 2-ს" მედიკოსებმა განუცხადეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტის თბილისში ტრანსპორტირება იგეგმება

 

დღის ამბები