09 მაისი 2024,   05:48
ვრცლად
ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის საჯარო ვაქცინაციის შემდეგ პროცესში საპატრიარქო - ჯანდაცვის მინისტრი ილია მეორეს ეწვია

ვაქცინაციის დოზები ჯერ მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა დღეს გამონაკლისი იუბილარი პრეზიდენტისთვის დაუშვეს. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს აქტი ერთგვარად საზოგადოების ჩართულობის ზრდას და ვაქცინაციის საჭიროების შესახებ კამპანიის გაძლიერებას ემსახურება. 

იმ იმედით, რომ პრეზიდენტის მსგავსად საჯარო ვაქცინაციის სურვილს სასულიერო პირებიც გამოთქვამენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს არაერთი მიმანიშნებელი განცხადება გააკეთეს. უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრი კი საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ ეკლესია პროცესის წასახალისებლად საინფორმაციო კამპანიაში ჩართვას არ გეგმავს, თუმცა ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის.

იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესმა საქართველოში სტარტი ნელი ტემპით აიღო, ჯანდაცვის უწყება პრეპარატების შემოტანას გეგმის მიხედვით განაგრძობს. მარტის ბოლო კვირაში დამატებით 30 000 დოზის შემოტანა მოხდება და სამიზნე ჯგუფების მიხედვით გადანაწილდება. პარალელურად ქვეყანაში პანდემიის ფონზე მოქმედი რეგულაციების შემსუბუქება ხდება. ამ მხრივ ახალი გადაწყვეტილებები დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდა. 

 

დღის ამბები