24 დეკემბერი 2024,   07:47
ვრცლად
აცრა ან ყველას უნდა გაეკეთებინა ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა-გარდაცვლილი ექთნის მამა

გარდაცვლილი ექთნის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი თბილისში გადაყვანამდე, ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო. ვეფხია ბაქრაძის თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მისი შვილი სამსახურს დატოვებდა.

""იმედის" კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს.

100%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც სხვა რამე, არ იყვნენ მზად, რომ ეს გაეკეთებინათ.

ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

დღის ამბები