19 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
როგორ უნდა დარეგისტრირდნენ 65 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინისთვის - მინისტრის თქმით, საიტი 25 მარტს გასაჯაროვდება

რა პროცედურების გავლა მოუწევთ 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს 25 მარტს გამოაქვეყნებს იმ საიტის მისამართს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში დარეგისტრირდებიან.

"მათთვის ასევე ხელმისაწვდომი რჩება [ტელეფონის ნომერი] 1522, სადაც ისინი მიიღებენ სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის როგორც რეგისტრაციასთან, ასევე, ვაქცინაციის პროცესში არსებული ნებისმიერი გართულების ან მოლოდინის შესახებ და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი, ვთვლით, რომ ისევ, როგორც ექიმებში, შეფერხების გარეშე წარიმართება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები