რა მანიშნებლებზე დაყრდნობით მიიჩნევს გიორგი ფხაკაძე, რომ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა უკვე დაწყებულია - "დღის კურიერის" ეთერში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში აცხადებს, ახლა ამისი მანიშნებელი პატარ-პატარა ბიძგებია, "უკვე დიდ მიწისძვრას ჩვენ დავინახავთ რამდენიმე კვირაში" :
"როდესაც ვულკანი აფეთქდება, არავინ არ იცის, როდის იქნება დიდი მიწისძვრა, მაგრამ ერთი რამე ვიცით, როცა არის პატარ-პატარა ბიძგები, ეს პატარა ბიძგები არის საწინდარი იმისა, რომ დიდი ვულკანი აფეთქდება, ეს ვიცით ჩვენ. ზუსტად ეს პატარ-პატარა მიწისძვრები უკვე დაიწყო საქართველოში. ვინც არის სპეციალისტი, მიხვდებიან, რასაც ვამბობ," - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.