19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ცაგერში მეწყერი ხანგრძლივი წვიმის გამო ჩამოწვა - ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიული გზის გახსნას გეგმავს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ხანგრძლივი წვიმის გამო გააქტიურდა - ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.    

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ქრისტინე კობახიძესთან, პირველ მოადგილე გიორგი მაქარაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერ ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე შეხვდა სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და დაიგეგმა ალტერნატიული გზის გახსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გამოსვლასთან ერთად დაიწყება დროულად, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა.

დღის ამბები