19 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებელს საინტერესო გამოფენა/თამშში იწვევს

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებელს ძალიან საინტერესო გამოფენა/თამაშში იწვევს. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ცნობილი ქართველი მხატვრების აქამდე უცნობი ნამუშევრები გამოიფინება და მნახველს თავად მოუწევს გამოიცნოს, ვინ ვინ არის.

ექსპოზიციაში რამდენიმე დეკადა იყრის თავს 1950-იანებიდან 1980-იან წლებამდე. განსხვავებული თაობის მხატვრები სახვით ხელოვნებაში გამოკვეთილი ხელწერით, ინდივიდუალური ფერით, ფორმით, გამომსახველობით თუ მეტაფორული ენით.

ჯიბსონ ხუნდაძე, ანა შალიკაშვილი, ედმონდ კალანდაძე, ირაკლი ფარჯიანი სულ 15-მდე ავტორის აქამდე უცნობი ტილოები უკვე ხვალიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში იქნება თავმოყრილი.

დღის ამბები