კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია სავარაუდოდ მე-III, მე-IV კვარტალში დაიწყება.
"საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს ახლავე შევთავაზებთ ვაქცინას, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმის მიხედვით განსაზღვრული," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინების დამატებით დოზებზე, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "სინოფარმი" და "სინოვაქსის" შემოტანაზე მას შემდეგ, რაც ისინი ავტორიზაციას მიიღებენ, ასევე მეორე კვარტალში იგეგმება "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით ნოვავაქსის, ხოლო მესამე კვარტალში "ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინების შემოტანა.