19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების გადაადგილება უკვე აღდგენილია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული ზონის გამაგრებითი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პრევენციული ზომების მიღება საჭირო გუშინ გახდა, მას შემდეგ, რაც ე.წ. კაკლების დასახლების გადასახვევამდე მეწყრული ზონა გამოვლინდა.

ღამით მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ესწრებოდა.

დღის ამბები