შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ დიზთან ჩამოსული მეწყრის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და გზის გახსნას დღის ბოლოსთვის ვარაუდობენ.