სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, 24-25 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა.
უწყება ობიექტების მისამართს და დასახელებასაც აქვეყნებს:
• ი/მ - (მის: ფიფიას ქ.17) - 147. კგ ვადაგასული ხორცი
• შპს "ისთანბულ" ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) - 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი
• შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) - 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
• შპს "ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები" (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) - 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.
ასევე, უწყების ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს - შპს "ნიკორას" (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ "ნიკორასთან") და შპს."ინას" (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).