გელა ჩარკვიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი წერს.
"ერთია, როცა ლაპარაკობ ვაქცინაციაზე, მეორე - როცა წერ მის შესახებ. მესამე კი, როცა გირჭობენ ნემსს.
82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს ასტრა-ზენეკას ვაქცინას კავკასიის სამედიცინო ცენტრში," - წერს თეონა ჩარკვიანი და ვაქცინაციის პროცესში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.