"ნაციონალური მოძრაობა" გელათის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, გელათში სამუშაოები შეჩერებულია და ტაძარი ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც კულტურის ახალი მინისტრი განსხვავებული აზრის დევნით არის დაკავებული, გელათის უნიკალური ფრესკები ნადგურდება.
შუშანია, ასევე მოითხოვს კულტურის სამინისტრომ გელათის გადარჩენის გეგმა საზოგადოებისთვის გამჭირვალე გახადოს და პროცესში სათანადო კომპეტენციის ადამიანები ჩართული იყვნენ.