ამ წუთებში ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მის შვილებს კი გამოძიება ჰკითხავს - "კურიერის" ინფორმაციით ერთ-ერთი ეჭვმიტანილია, ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2-ს" მეზობლებმა დაუდასტურეს.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა, მათივე თქმით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
85 წლის ქალის ცხედარს, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.