19 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ავარიის დროს დაშავებული 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - სოფელ კავშირში მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშას დაეჯახა

ლაგოდეხის სოფელ კავშირში ავარის დროს დაშავებული მუშა გარდაიცვალა.

შეჯახების დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

შემთხვევა იმ დროს მოხდა,როდესაც 36 წლის მამაკაცი გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა და სწრაფად მიმავალი "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა.

ასევე დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიც. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიდმინარეობს გამოძიება.

დღის ამბები