07 სექტემბერი 2026,   06:51
ვრცლად
24 წლის პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეიკრიბნენ

24 წლის პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეიკრიბნენ. მათი მტკიცებით, ციხეში პატიმარზე ფიზიკურად და მორალურად ძალადობენ, რაც უნდა დასრულდეს.

შეკრებილები სახალხო დამცველთან შეხვედრას და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვდნენ.

საქმეზე განმარტება "კურიერმა" სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს სთხოვა, რაზეც წერილობითი პასუხი მიიღო. უწყებაში ნოდარ ტატუნაშვილზე ყველანაირ ზეწოლას უარყოფენ.

დღის ამბები