ნამახვანჰესის პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო, სადაც სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.
მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად დღეს ადგილზე კომპანია "ენკას" აღმასრულებელი მენეჯერი მერაბ ლომინაძე ჩავიდა, თუმცა შეთანხმება ვერც ამჯერად შედგა.
აქციის მონაწილეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და მათი მოთხოვნა უცვლელია.