28 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ჰაკერებმა Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის, მათ შორის ქართველების პირადი ინფორმაცია გაავრცელეს

"ფეისბუქის" 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია საჯარო გახდა - Forbes-ის ინფორმაციით, მოხმარებლების ტელეფონის ნომრები, ადგილმდებარეობა, დაბადების თარიღები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და ბიოგრაფიული მონაცემები ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე განთავსდა. არ გასაჯაროებულა მომხმარებლების პირადი მიმოწერები.

ჰაკერების მსხვერპლი 106 ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები გახდნენ, მათ შორის არის საქართველოც - ფორუმზე ჩვენი ქვეყნის 95193 მოქალაქის პირადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები შიშობენ, რომ ინფორმაციას, რომელიც თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, კიბერთაღლითები არალეგალურ საქმიანობაში გამოიყენებენ. 

დღის ამბები