14 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ დანაშაულზე ბრალს გაასაჩივრებს

ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ დანაშაულზე ბრალს გაასაჩივრებს - ამერიკელი კინოპროდიუსერის უფლებადამცველებმა გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის მუხლით გამოტანილი განაჩენის აპელაცია დაიწყეს. 

69 წლის ვაინშტეინი ნიუ-იორკში 2020 წლის თებერვალში გაასამართლეს და მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად ვაინშტეინი ბრალს არ აღიარებს. ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელი განაჩენის გაუქმების გრძელვადიანი მცდელობის დასაწყისი იქნება.

კინოპროდიუსერის ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ვაინშტეინის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესები სამართლიანობას მოკლებული იყო.

დღის ამბები