უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა.
მთიდან მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წერეთლის ქუჩაზე პრობლემები შექმნა. ადიდებულმა წყალმა სასტუმრო "ნოელის" ღობე დაანგრია და ეზო დატბორა, დაზიანდა ასევე შენობის სამრეცხაო და საცხოვრებელი კოტეჯები.
ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა წყალმა ხიდი ჩახერგა, რის გამოც წყალი გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა, სამაშველო სამსახურმა ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკით ხიდთან ჩახერგილი ადგილი უკვე გაწმინდა.