დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს. ამოღებულია სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი და აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დაკავებული პირი, ირაკლი ქართველიშვილია, რომელსაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებიდან იცნობს.