05 სექტემბერი 2026,   21:23
ვრცლად
რიონის ხეობაში აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება - გზა ისევ გადაკეტილია

რიონის ხეობაში აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. გზა ისევ გადაკეტილია. გუმათჰესთან აქციის მონაწილეები მანქანებით დგანან და ითხოვენ ალტერნატიულ ფართს კარვების გასაშლელად. რამდენიმე მეტრში, მათ პირისპირ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

პოლიცია აქტივისტებს ფართს გუმათში სთავაზობს, თუმცა ეს ტერიტორია აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია.

დღის ამბები