დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მისი თაობის ადამიანებს, ვაქცინაციის პროცესში მაღალი ჩართულობის გამო, მადლობას უხდის.
"მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თაობას, რომელმაც სამაგალითო მაგალითი აჩვენა ქვეყანას. დღეს ვაქცინაცია დაჯავშნილია თვის ბოლომდე ყველა არსებულ კაბინეტში, ამიტომაც, ხვალ კიდევ გაიხსნება იმუნიზაციის ახალი კაბინეტი. გამოჩნდა ის, რომ განათლების დონეც საკმაოდ კარგი იყო ჩემს თაობაში,"- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
როგორ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები იმაში, რომ ესა თუ ის ვაქცინა სანდოა? - შეკითხვაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამისათვის ადამიანებმა ვაქცინის გამოსვლის ორიგინალი, ზუსტი თარგმანი მოიძიოს.
პაატა იმნაძე ვაქცინაციის სანდოობის კუთხით მედიის როლზეც საუბრობს:
"მედიას ყველაფერი შეუძლია, სადაც მე საქართველოს მედიამ ანტივაქსერად გამომიყვანა, ის გაუჭირდებოდათ, ჩინეთის CDC-ის დირექტორის ნათქვამი სხვანაირად წარმოეჩინათ?"- აცხადებს პაატა იმნაძე.