ახალქალაქში შეტანილი AstraZeneca-ს 30 ამპულიდან 29 უკან, თბილისში, დააბრუნეს.
"ჯეო ჰოსპიტალის" ახალქალაქის კლინიკის დირექტორის თქმით, ვაქცინას ვადა გასდიოდა, ჯავშანი კი ამ დრომდე არავის აქვს გაკეთებული.
"300 დოზა იყო, მაგრამ ვადა ჰქონდა მაისამდე. ამის გამო 10 დოზა დავტოვე, დანარჩენი სამინისტროს დავუბრუნე, ცოდოა, რომ გაფუჭდეს. ჩემი თანამშრომლები თბილისში აპირებენ წასვლას და "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთებას. ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ პანდემია დამარცხდეს“ - აცხადებს ალექსანდრე თოროიანი.
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია თავდაპირველად ახალციხის, ახალქალაქისა და ბორჯომის კლინიკებში უნდა ჩატარებულიყო. 15 და 18 მარტს ახალციხეში 20 მედპერსონალი, ბორჯომში კი ექვსი აიცრა. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ კი, რეგიონში არავინ აცრილა.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრები ახალციხეში კლინიკა "იმედის“ ნაცვლად ევექსის ახალციხის ფილიალში ჩატარდება. სამცხე-ჯავახეთში 1400 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა 15 მარტს შევიდა.