საქართველოში მესამე ტალღა ბრიტანული შტამით დაიწყო. ინფიცირებულთა თითქმის 70% სწორედ ამ შტამითაა ინფიცირებული, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება.
კორონავირუსის ახალი აფეთქება, ძირითადად, ხალხმრავალ თავშეყრებს უკავშირდება. ქვეყნის მასშტაბით უკვე 17 ასეთი კლასტერია.
კლინიკების უმეტესობაში პაციენტების რაოდენობა უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში შექმნილ სიტუაციაში რადიკალური ზომების აუცილებლობას ხედავენ. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ თუ ვირუსის მასობრივი გავრცელება მოხდება, შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალი იქნება.