19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სახელმწიფო აუდიტის მიერ, 2 წლის წინ აღმოჩენილი დარღვევების გამო ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ირაკლი ჯინჭარაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა როგორც მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნა, ის საკრებულოს სხდომაზე ხმაურიანი გამოსვლის გამო დასაჯეს.

აუდიტის მიერ აღმოჩენელი დარღვევა კი ტექნიკური ხასიათისაა და იმ დროს ჯინჭარაძე დირექტორის მოადგილე იყო. რამდენიმე დღის წინ საკრებულო ბულვარის ტერიტორიაზე მრალავსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას განიხილავდა რასაც სამოქალაქო აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, მშენებლობა მაშინ ბულვარის დირექტორმაც გააპროტესტა და სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მის გათავისუფლებას ბულვარის უკვე ყოფილი დირექტორი.

დღის ამბები