გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ამ წუთებში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, ისინი პაატა იმნაძისა და ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.
ინტერესების დამცველები ელოდებიან, ასევე იმედოვნებენ, რომ ისინი იმ ფლაკონს მიიღებენ, რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა.
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ ლევან რატიანი არ გამოკითხულა.
"დამაზუსტებელი კითხვები გვაქვს პაატა იმნაძესთან და ლევან რატიანთან. პაატა იმნაძემ კოვიდის არსებობა არც დაადასტურა და არც უარყო, შესაბამისად, გვაქვს კითხვები,"-აღნიშნა ნინო ამაღლობელმა.