05 სექტემბერი 2026,   14:01
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს ეზოში "მელიები" ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციას მართავენ

საქალაქო სასამართლოს ეზოში საკმაოდ აქტიურობენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები. ისინი ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ.

საქალაქო სასამართლოსთან გამოჩნდა - "მელიების" გუნდიც - ახალგაზრდების გაერთიანება, მას შემდეგ რაც ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა განსაკუთრებით გააქტიურდა.

"მელიები" მოსამართლისგან ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ.

სასამართლოს ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან მოძრაობა "სამართლიანობისთვის" წევრები და ასევე "შეცვალეს" წევრებიც. აქტივისტების განცხადებით, სასამართლო პროცესი პოლიტიკურ პროცესებთან პირდაპირ კავშირშია.

დღის ამბები