07 სექტემბერი 2026,   06:00
ვრცლად
დიდი გამოწვევა გვაქვს, საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა - ლადო კახაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე კოვიდის პრევენციის მიზნით მოქალაქეების პასუხისმგბელობაზე ისაუბრა.

"კატასტროფულად კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს დაფარული წვეულებები. საზოგადოებას ვთხოვ, გაისიგრძეგანოს ეს რეგულაციები. უთო რომ ჩართო, იქაც ესენი უნდა ისმოდეს ეს ორგანიზაციული მხარი. დღეს ჩვენ დიდი გამოწვევა გვაქვს, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა,"-აღნიშნა ლადო კახაძემ.

პარლამენტის წევრი, პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ქვეყანაში წესრიგი არ არის და ქალაქში 30% ნიღბის გარეშე დადის.

დღის ამბები