07 სექტემბერი 2026,   06:01
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს ეზოში სამართალდამცავებსა და მელიას მხარდამჭერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა

საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გარკვეულ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. 

ხმაური აქციის მონაწილეების მხრიდან სასამართლოს ეზოს ტერიტორიაზე ხმის გამაძლიერებლების შეტანის მცდელობას მოჰყვა. პოლიციამ და სასამართლოს მანდატურებმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის ინციდენტი უკვე ამოწურულია. როგორც "კურიერს" ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ განუცხადა, მათ მოახერხეს სასამართლოს ტერიტორიაზე ხმის გამაძლიერებლის შემოტანა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო და უკვე 4 საათზე მეტია, გრძელდება.

დღის ამბები