21 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებაზე

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს -  ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა. 

ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია:

“ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს," - ამბობს მსახიობი. 

ის, ასევე, სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა. 

კითხვაზე კი, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს:

"არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…"

გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

დღის ამბები