19 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
მსოფლიო პანდემიის დასრულებიდან შორსაა - ჯანმოს ხელმძღვანელი

მსოფლიო პანდემიის დასრულებიდან შორსაა - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ევროპაშია, სადაც ფატალური შემთხვევების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ბელგია, ესპანეთი - ეს იმ ევროპული ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც კვლავ მკაცრ ლოკდაუნში რჩება და რეგულაციების მოხსნას არ ჩქარობს.

მსოფლიოში ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად იმუნიზაციის პროცესი 154 -ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს, სადაც ვაქცინების უკვე 797 მილიონამდე დოზაა გამოყენებული. არსებული მონაცემებით პანდემიის დასრულებამდე საკმაოდ შორია და გლობალური იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დონის მიღწევას წლები დასჭირდება.

დღის ამბები