07 სექტემბერი 2026,   13:01
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე პროცესი იწყება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე პროცესი იწყება. ბრალდებულია სამი პირი - სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.

შემთხვევა თებერვლის ბოლოს წყნეთის ქუჩაზე მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.

სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა. 

დღის ამბები