იმისთვის, რომ მოსწავლეები სკოლის მიღმა არ დარჩნენ, განათლების სამინისტრო UNICEF-თან ერთად რეგულაციებზე მუშაობს.
სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს.
ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებიც მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან. განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად. ახალი რეგულაციებით, მოსწავლე როგორც დასწრებითი, ისე დისტანციური სწავლების დროს სტატუსის შეჩერებისგან დაცულია. აქამდე სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა, ხოლო სკოლას ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას, უზრუნველყოს თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა.