03 სექტემბერი 2026,   12:37
ვრცლად
ხმაური ქუთაისის აქციაზე - სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაური იმერეთის სამხარეო პოლიციასთან - გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ახალგაზრდების ახლობლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან ქუჩა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა მოახდინეს რამდენიმე ავტომობილის ბლოკირება, რის შემდეგაც უკვე სამმართველოდან გამოვიდნენ პოლიციელები. ისინი მიაწვნენ აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლეს ტერიტორია, რა დროსაც მოხდა მცირე ინციდენტი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცველები შებრუნდნენ სამმართველოს ტერიტორიაზე.

ამის შემდეგ უკვე მოეწყო მსვლელობა - აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ისინი დაკავებულების ახლობლებისა და ოჯახის წევრების პროცესზე დასწრებას ითხოვენ.

დღის ამბები