19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ინფიცირების 818 და გარდაცვალების 14 შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  295 358-ს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 

 

დღის ამბები