ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
კომპანია "თბილისი ენერჯის" ცნობით, ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში, გაზის გაჟონვის შესახებ მობინადრეებმა 114-ზე, "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე დარეკეს და ინციდენტის შესახებ შეატყობინეს.
სპეციალური ტექნიკით სადარბაზოში გაზის სუნი დაფიქსირდა და გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზი ბინაში რეზინის დაზიანებული მილიდან ჟონავდა.