20 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
კორონავირუსის ორმაგად მუტირებული "ინდური ვარიანტის" 55 შემთხვევა დიდ ბრიტანეთში - ევროპაში ახალი შტამი სულ უფრო ფართოვდება

ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. ორმაგად მუტირებული ვარიანტის კიდევ 55 შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ The Independent წერს. აღნიშნული ვარიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს. 

ამჟამად, გაერთიანებულ სამეფოში ორმაგად მუტირებული ვირუსის (B1617) უკვე 132 შემთხვევაა დაფიქსირებული.  

მეცნიერები ამბობენ, რომ მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ინფექციის მიმართ - მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ "ინდურ ვარიანტი" ისეთი პრობლემური არ იქნებოდა, როგორიც ვირუსის სხვა ფორმებია. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რეალურად, რამდენად საშიშია B1617-ი. 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, პანდემიიდან დღემდე 127 345-ია. 

 

 

ასევე ნახეთ : საქართველო ორმაგად მუტირებული კორონავირუსის საფრთხის წინაშე - "ახალ შტამს აქვს სწრაფად გავრცელების უნარი და სახიფათოა"

დღის ამბები