მოწყალების თხოვნის იძულების ფაქტი თბილისში. არასრულწლოვანის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის - არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მათ მოწყალების თხოვნას და თანხის მასზე გადაცემას აიძულებდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.