22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა.

პაციენტი ინტენსიური თერაპიის  პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით მოხერხდა პაციენტის გამოჯანმრთელება. ⠀

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.

დღის ამბები