02 მაისი 2024,   10:14
ვრცლად
სკოლა ერთი მოსწავლით - აჭარაში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლაში 7 წლის ნიკას ერთადერთი მასწავლებელი ყავს

სკოლა ერთი მოსწავლით - აჭარაში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლაში, ერთი მოსწავლე, 7 წლის ნიკა ანთაძე და ერთი მასწავლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა კლასში მარტოა, მისი ერთადერთი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, რომ საკლასო ოთახში განსაკუთრებული გარემო შექმნას.

მასწავლებლისთვის პრიორიტეტი ნიკასთვის თავისუფალი გარემოს შექმნაა. თამთა შარაძე გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებელია, ხოლო გაკვეთილებს შორის დასვენების დროს - ნიკას საუკეთესო მეგობარი.

მიგრაციის მატების გამო სოფელი დაცარიელებულია. 11 წელი სკოლა დაკეტილი იყო. ნიკას სწავლის დასრულების შემდეგ რამდენი ხნით მოუწევს სკოლას ისევ უფუნქციოდ ყოფნა, არავინ იცის.

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები