07 სექტემბერი 2026,   13:01
ვრცლად
შსს-მ ვაკეში ლესბოსელი წყვილის თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 126-ე მუხლით დაიწყო.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით,  ერთ-ერთი გოგო სასტიკადაა ნაცემი, მას ფიზიკურად ბინის მეპატრონე გაუსწორდა რომელშიც წყვილი დროებით ცხოვრობს. შემთხვევა ვაკეში გამთენიისას მოხდა.

ამჟამად ლესბოსელი წყვილი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

დღის ამბები