21 სექტემბერი 2026,   11:48
ვრცლად
აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ონლაინ შეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა

აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ონლაინ შეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა.

აზერბაიჯანში, სოციალურ მედიაში, გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს, რომ 76 წლის დეპუტატი ონლაინ შეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად ავიწროებს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, დეპუტატმა არ იცოდა, რომ კამერა ჩართული იყო. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

სახელისუფლო პარტია იძულებული გახდა, დეპუტატისთვის მანდატი შეეჩერებინა. გარდა ამისა, იგი სხვა დაკავებული თანამდებობებიდანაც გაათავისუფლეს.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანელი დეპუტატი კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები