გუმათში ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგეებმა დამატებითი კარავი გაშალეს. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტების თქმით, კარვის დადგმის საჭიროება მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, ეს ის კარვებია, რომლებიც პოლიციის ძალით სოფელ ნამოხვანში, ერთ-ერთი აქტივისტის ეზოში 11 აპრილს აიღეს. ადგილზე ამ დროისთვის სამი დიდი და რამდენიმე პატარა კარავია გაშლილი.
რიონის ხეობაში 184-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდაცავები, რომელთაც ჯებირები აქვთ მოწყობილი. ხვალ წყალტუბოში, სასამართლოსთან ჰესის მოწინაადეგეთა აქცია გაიმართება.