მმართველ გუნდს ჯანდაცვის მინისტრთან კითხვები პანდემიის მართვის პროცესებთან დაკავშირებით აქვთ.
"ქართული ოცნების" წევრების თქმით, ისინი მოისმენენ ეკატერინე ტიკარაძის მოხსენებას და ამის მერე მედიასთან უფრო ვრცლად ისაუბრებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავით სერგეენკოს განცხადებით, მას დამატებითი კითხვები ექნება, რომელიც ქრონიკული დაავადებების მართვას და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებს შეეხება, ვინაიდან, მისი თქმით, პანდემია პრობლემურ სფეროზე დამაზიანებლად მოქმედებს.
"კითხვების უმეტესობა იქნება პანდემიის ირგვლივ, თუმცა მე მექნება დამატებითი კითხვები, რომელიც შეეხება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებს და ზოგადად ქრონიკული დაავადებების მართვას, რადგანაც პანდემია დამაზიანებლად მოქმედებს ისედაც პრობლემურ სფეროზე," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ხვდება და უწყების მუშაობის შესახებ, ანგარიშს აცნობს. მთავარი აქცენტი ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე გაკეთდება.