17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
სალომე სამადაშვილმა ნიკა მელია მოინახულა - სამადაშვილი იმედოვნებს, რომ მელია ციხეს მალე დატოვებს

სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, ნიკა მელიას ციხეში სალომე სამადაშვილი და მისი ადვკატები შეხვდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი საათის განმვალობაში იმყოფებოდა. სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ მელია ციხეს მალე დატოვებს. 

"ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად საუკეთესო გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა და დარწმუნებული ვარ, მალე მეორესაც გავათავისუფლებთ,"- განაცხადა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა. 

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ და ამნისტიის კანონპროექტზე ნიკა მელიას პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

"ნიკას პოზიცია, რომ თანხმობას აცხადებს ევროკავშირის მიერ ჩარიცხულ გირაოზე, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარი იქნება ნათქვამი ამნისტიის კანონპროექტზე, რომელიც ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ შეეხება ყველას და ყველაფერს. "ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტით ინდულგენციას მიიღებს ყველა მოძალადე და მაღალი თანამდებობის პირები,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

დღის ამბები