"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი ისევ გადაიდო. მომდევნო პროცესი თბილისისი საქალაქო სასამართლოში 13 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.
ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და პროცესის გადადებას ითხოვა.
როგორც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, პარლამენტში ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.
"აღნიშნული საქმე მიჩნეულია პოლიტიკურად აღქმად საქმედ, ინიცირებულია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. საქმის დეტალებზე საუბარი არ მიგვაჩნია ამ ეტაპზე სწორად. გადაიდოს იქამდე, სანამ ეს საქმე არ გადაწყდება იქ, სადაც პოლიტიკური მდგენელები ადგენენ საქმეზე ყველაფერს," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესზე.
პროცესის გადადების მიზეზი დაცვის მხარის მიერ შესავალ სიტყვაზე უარის თქმა გახდა.