19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
უკავშირდება თუ არა შს ყოფილ მინისტრზე თავდასხმა ზაზა ვეფხვაძის მკვლელობას - ფაქტზე გარდაცვლილის შვილი გამოიკითხა

"კურიერმა" შს ყოფილ მინისტრზე, თემურ ხაჩიშვილზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე გამოკითხულთან, ალეკო ვეფხვაძესთან გასაუბრება სცადა.

ალეკო ვეფხვაძემ არ დაადასტურა, რომ მისი გამოკითხვა ამ ფაქტის შესახებ მოხდა და "კურიერთან" საუბარი არ ისურვა. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა 12-მდე პირმა სცადა. შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება. ცნობილია, რომ საქმის ფარგლებში გამოკითხულია როგორც სავარაუდო თავდასხმის ობიექტი, ისე, სავარაუდო თავდასხმაში მონაწილე პირები.

ამავე თემაზე
დღის ამბები