19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"სინოფარმის" ავტორიზაციის მოლოდინში - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

გაივლის თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ჩინური კომპანია "სინოფარმის" ვაქცინა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე სინოფარმის სტატუსი "პროგრესირებად" ინექციად არის აღნიშნული.

ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "სინოფარმის" და "სინოვაკის" შესახებ საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს, დღეს ჯანმოს ევროპული ბიუროს ონლაინკონფერენციაზე "ასტრაზენეკას" ეფექტურობის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არ უარყვეს, რომ შესაძლოა, "ასტრაზენეკასა" და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირი იყოს, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები