18 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
8.5 მლნ ლარი ოთხი გადათხრილი ქუჩისთვის - 10 თვეა ზესტაფონის ცენტრი პარალიზებულია

8.5 მლნ ლარი ოთხი გადათხრილი ქუჩისთვის, რომელიც, სატენდერო პირობების თანახმად, კომპანია "ჯეო გრუპს" ზესტაფონის მერიისთვის გუშინ უნდა ჩაებარებინა - ათი თვეა, ქალაქის ცენტრი პარალიზებულია, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მილიონობით ლარი მიიღო, ვალდებულება კი არ შეასრულა.

კომპანიამ ქუჩები ისე გადათხარა, რომ არანაირი წინასწარი კვლევა არ ჩაუტარებია, ასფალტის აყრის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ქალაქის ცენტრში არა მხოლოდ ასფალტი, არამედ წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირის მილები და სადრენაჟო სისტემა იყო შესაცვლელი.

ქუჩებმა ფუნქცია დაკარგეს, ზესტაფონის გადათხრილ გზებზე მაღაზიებიც დაიხურა. ზესტაფონის მერიამ, რეაგირების ნაცვლად, "ჯეო გრუპს" სამუშაოს დასასრულებლად კიდევ ორთვიანი ვადა მისცა.

დღის ამბები